პროფორიენტაცია

პროფესიული ორიენტაციის მიმართულება:

1. კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას ნებისმიერი
დაინტერესებული ადამიანისთვის, რომელიც მოკლევადიანი, გრძელვადიანი,
დუალური, სამუშაოზე დაფუძნებული და პროფესიული განათლებითაა
დაინტერესებული.
2. კონკრეტული სასწავლებლის მიერ შემოთავაზებული პროფესიულ-საგანმანათლებლო
შესაძლებლობების, ადამიანური რესურსების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა თუ
პრაქტიკული სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციების შესახებ
დაინტერესებული პირების ინფორმირება.
3. პროფესიულ სასწავლებლებსა და საშუალო სკოლებში “ღია კარის დღეების” მოწყობა,
დაინტერესებული მხარეების ინფორმირების კუთხით.
4. პროფესიული ინფორმაციისა და კონსულტაციების შემდეგ მსურველების დახმარება
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციაში.
5. კურსდამთავრებულთა დასაქმების მონაცემთა ბაზების მონიტორინგი.
6. თანამშრომლობა ორგანიზაციებთან, რომლებიც სტუდენტებს პრაქტული მოკლე და
გრძელვადიანი ტრენინგისა და სწავლების გავლის საშუალებას აძლევენ.
7. სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინფორმირება მათ კვალიფიკაციასთან
დაკავშირებულ სამუშაო შესაძლებლობებზე.
8. რეზიუმეს, სამოტივაციო წერილისა და ინტერვიუსათვის მომზადების პროცესში
დახმარება.