ჩვენ შესახებ

ააიპ საქართველოს პროფესიული აკადემია (ს/ნ: 404591866) დაფუძნდა 2020 წლის 28  იანვარს.  მმართველი გუნდი დაკომპლექტებულია ტურიზმის, სტუმართმასპინძლობისა და განათლების ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით.
მისია – ტურიზმის, სტუმართმასპინძლობის, განათლებისა და ბიზნესის სფეროში, შრომის ბაზართან მჭიდრო კომუნიკაციით, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლებისა და მეცნიერების სისტემის ხელშეწყობა. ადამიანური კაპიტალის განვითარება და მოქალაქეთა შესაძლებლობების სრულად რეალიზების ხელშეწყობა.
მიზანი – უზრუნველყოს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობა. ხელი შეუწყოს კონკურენტუნარიანი, კომპეტენტური და პროფესიული ღირებულებების მქონე მოქალაქეების მომზადება-გადამზადებას, მათ დასაქმებას, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას.
ხედვა – შრომის ბაზართან თანხვედრაში მყოფი ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემები.

აკადემია ფუნქციონირებს ორი მიმართულებით:
1. პროფესიული ორიენტაცია.
2. სახელმწიფო, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორებში
კვალიფიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

პროფესიული ორიენტაციის მიმართულება მოიაზრებს:

1. კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის, რომელიც მოკლევადიანი, გრძელვადიანი, დუალური, სამუშაოზე დაფუძნებული და პროფესიული განათლებითაა დაინტერესებული.
2. კონკრეტული სასწავლებლის მიერ შემოთავაზებული პროფესიულ- საგანმანათლებლო შესაძლებლობების, ადამიანური რესურსების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა თუ პრაქტიკული სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება.
3. პროფესიულ სასწავლებლებსა და საშუალო სკოლებში “ღია კარის დღეების” მოწყობა, დაინტერესებული მხარეების ინფორმირების კუთხით.
4. პროფესიული ინფორმაციისა და კონსულტაციების შემდეგ მსურველების დახმარება პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციაში.
5. კურსდამთავრებულთა დასაქმების მონაცემთა ბაზების მონიტორინგი.                              6. თანამშრომლობა ორგანიზაციებთან, რომლებიც სტუდენტებს პრაქტული მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგისა და სწავლების გავლის საშუალებას აძლევენ.
7. სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინფორმირება მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ სამუშაო შესაძლებლობებზე.                                                                                  8. რეზიუმეს, სამოტივაციო წერილისა და ინტერვიუსათვის მომზადების პროცესში დახმარება.

სახელმწიფო, საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორებში კვალიფიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიმართულება მოიაზრებს:

1. დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან კომუნიკაცია კვალიფიკაციის
ამაღლების, პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მდგრადობის მიზნით.
2. ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში მომსახურების ხარისხის
ამაღლება.
3. მოკლევადიანი და გრძელვადიანი მომზადება-გადამზადების, პროფესიული და
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა.
4. მენტორების გადამზადების მოკლევადიანი და გრძელვადიანი კურსები.
5. საერთაშორისო ბაზარზე არსებულ პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში
გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა.                                                                  6. რეგიონალური განვითარება: მოკლევადიანი და გრძელვადიანი მომზადება-გადამზადების, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაარსება.
7. ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე ახალი საგანმანათლებლო კურსების
დამკვიდრება.
8. საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებში გაწევრიანება.
9. უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა.
10. არსებულ სასწავლო ბაზაზე საერთაშორისო პროფესიული სასწავლებლების ფილიალების დაარსება.

ხიდი შენს პროფესიულ კარიერაში. A bridge to your professional career.